სიმშვიდე ცვალებად სამყაროში

20 April, 2020

სიმშვიდე ცვალებად სამყაროში

დღეს ძალიან რთულ პერიოდს გავდივართ, ამიტომ ცხოვრებისეული ჩვევები, რომლებიც თავს უფრო მტკიცედ და მშვიდად გვაგრძნობინებს და ჩვენს ჯანმრთელობას დაეხმარება, დღეს უფრო მეტად გვჭირდება.

პანდემიის მოვლენების განვითარებასთან ერთად უფრო ადვილად გვეუფლება განცდა და წუხილი მომავალზე, და თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია მუდამ ვიყოთ ინფორმირებულნი, ასევე მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ საკუთარ და სხვების ჯანმრთელობას. ამას დიდი ძალა სჭირდება, თუმცა რეალობის ადეკვატურად აღქმის უნარის შენარჩუნება დაგვეხმარება ამ რთული პერიოდის ერთად დაძლევაში.

ამ პროცესის ხელშესაწყობად ბევრი საშუალებაა ხელმისაწვდომი. რაც უფრო მეტ დროს ვატარებთ სახლში, ისეთი აქტივობები, როგორიცაა კითხვა, სახლის დასუფთავება, მცენარეების მოვლა, მზარეულობა, სიახლეების ძიება და შემოქმედებითობა გვეხმარება ამ დროის ახლებურად შეფასებაში, იმისთვის რომ ცოტა ხნით შევჩერდეთ და საკუთარ თავს ჩავუღრმავდეთ.

სახლში ისეთი ატმოსფეროს შექმნა, რომელიც არის მყუდრო და დამამშვიდებელი, აუცილებელია იმისთვის, რომ თავი ვიგრძნოთ უსაფრთხოდ და მშვიდად. ამას ხელს უწყობს ისეთი დეტალები, როგორიცაა განათება, რბილი ქსოვილები, წყნარი მუსიკა და ჰარმონიული სურნელი. სუფთა გარემოს შექმნა დაგეხმარებათ არა მხოლოდ ფსიქოლოგიურად და ემოციურად, არამედ თქვენს ფიზიკურ გაჯანსაღებასაც შეუწყობს ხელს.

სახლის არომა-დიფუზორით მოიწყობთ თქვენს პერსონალურ თავშესაფარს, სადაც შეძლებთ შეჩერდეთ და დაფიქრდეთ თქვენს გარემოზე, იმუშაოთ მადლიერებისა და სხვა პოზიტიურ გრნობებზე და დრო დაუთმოთ საკუთარ თავში ჩაღრმავებას. ეს რიტუალია და ის ატმოსფეროა, რომელსაც ეძებთ. ჩვენ რთულ და გაურკვეველ პერიოდს ერთად გავდივართ, ამიტომ მიმართეთ სიმშვიდის იმ გზებს, რომლებზეც ხელი მიგიწვდებათ.